← ყველა ვაკანსია

ბიომრავალფეროვნების ტექნიკური ექსპერტი

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო

"ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" (ეეცს) აცხადებს "სადემონსტრაციო პროექტი მდგრადობისთვის - კლიმატ-გონივრული წყალმომარაგების, სანიტარიისა და ენერგიის გადაწყვეტილებები საქართველოს საბავშვო ბაღებისთვის" 15 თვიანი პროექტის ბიომრავალფეროვნების ტექნიკური ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Resilience რეგიონალური პროგრამის ფარგლებში, და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახორციელებს GIZ-ი. პროექტის მიზანია საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებში, კლიმატისადმი მედეგობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება ინოვაციური, ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გამძაფრებულ კლიმატთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების გადაწყვეტილებების დემონსტრირება. პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში შეიქმნება ორი საპილოტე სადემონსტრაციო ობიექტი შერჩეულ მუნიციპალიტეტებში — ერთი აღმოსავლეთ საქართველოში (საგარეჯოს ან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) და ერთი დასავლეთ საქართველოში (ჩოხატაურის ან ბაღდათის მუნიციპალიტეტი). სადემონსტრაციო პროექტები მოიცავს კლიმატ-გონივრული წყალმომარაგებისა და სანიტარიული ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (Nature-based Solutions) ინტეგრირებულ გამოყენებას. კერძოდ კი, მოიცავს ბიოლოგიური ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების, მათ შორის ბიოლოგიური გამწმენდი ტბორების/ხელოვნური მოწყობას, მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების და მზის თერმული სისტემების მონტაჟს ცხელი წყლის წარმოებისთვის, ასევე, ტექნიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, წვიმის წყლის შეგროვებისა და გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენების გადაწყვეტილებების შეფასებას. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეკო-სისტემებთან თავსებად, მდგრად მიდგომებს, რათა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ინფრასტრუქტურული ჩარევები განხორციელდეს გარემოსდაცვითი პრინციპების დაცვით, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ამ საქმიანობების წარმატებით განხორციელების მხარდასაჭერად ეეცს იწვევს კვალიფიციურ და გამოცდილ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ბიომრავალფეროვნების ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ბიომრავალფეროვნების ტექნიკური ექსპერტი უზრუნველყოფს, პროექტის მიზნების მიღწევისთვის ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მოძიებასა და შემუშავებას ისე, რომ ინფრასტრუქტურული ღონისძიებები იყოს ეკოლოგიურად გამართული, ადგილობრივ ეკოსისტემებთან თავსებადი და ხელს უწყობდეს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. ექსპერტი, წყალმომარაგება-წყალარინების ექპერტთან ერთად შეიმუშავებს ბიოლოგიური გამწმენდი სისტემების ტექნიკური კონცეფციას, შეარჩევს ბილოგიურად დაბინძურებული წყლების ბიოლოგიური გაწმენდის უნარის მქონე ენდემურ მცენარეებს და დაგროვილი წვიმისა და გაწმენდილი წყლის ხელახალი გამოყენების შესაძლებლობების გადაწყვეტებს; ექსპერტი იმუშავებს პროექტის გუნდთან, მუნიციპალიტეტებთან, კონტრაქტორებთან და სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და პასუხისმგებელი იქნება, მათ შორის, შემდეგ ძირითად ამოცანებზე: ** საპროექტო ობიექტებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას, ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიებისა და არსებული ჰაბიტატების გამოვლენას და მათი დაცვისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების განსაზღვრას; ** ბიომრავალფეროვნების მხარდამჭერი პრაქტიკის ინტეგრირების შესახებ რეკომენდაციების მომზადებას ბიოლოგიური გამწმენდი სისტემების, გამწმენდი ტბორებისა და გამწვანების გადაწყვეტების დაგეგმვისა და დიზაინის პროცესში; ** საპროექტო ობიექტების შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებაში დახმარებას ეკოსისტემებთან თავსებადობისა და გარემოსდაცვითი მედეგობის გათვალისწინებით; ** მცენარეთა სახეობების შერჩევასთან დაკავშირებით წერილობითი რეკომენდაციების მომზადებას (მაგალითად, გამწმენდი ტბორებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დასარგავი მცენარეებისთვის), რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივი ბიოლოგიური სახეობების შენარჩუნებას. მომსახურების განხორციელების ფორმატი და ჩართულობა ბიომრავალფეროვნების ტექნიკური ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურება განხორციელდება პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით. პროექტის საწყის ეტაპზე ექსპერტის ჩართულობა იქნება ინტენსიური და მოიცავს საპილოტე ობიექტების/ტერიტორიების შერჩევის პროცესში მონაწილეობას, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემებთან თავსებადობის შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრას, ტექნიკური დავალებებისა და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობას და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ტექნიკურ კონცეფციებში ინტეგრირების მხარდაჭერას. სადემონსტრაციო პროექტების განხორციელების ეტაპზე ექსპერტი უზრუნველყოფს საჭიროებისამებრ საკონსულტაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ტექნიკური გადაწყვეტილებების, საპროექტო დოკუმენტაციისა და განხორციელების პროცესის ბიომრავალფეროვნებასთან და ეკოსისტემებთან თავსებადობის კუთხით შეფასებას, რეკომენდაციების მომზადებას და პროექტის განმახორციელებელი გუნდისა და შესაბამისი კონტრაქტორების კონსულტირებას. ექსპერტის შემდგომი ჩართულობის სიხშირე და მოცულობა განისაზღვრება პროექტის განხორციელების ეტაპების, წარმოშობილი ტექნიკური საკითხებისა და საჭიროებების შესაბამისად. კვალიფიკაცია ამ საქმიანობების განხორციელების მიზნით ეეცს იწვევს კვალიფიციურ და გამოცდილ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ბიომრავალფეროვნების ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: ** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის, ეკოლოგიის, გარემოსდაცვითი მეცნიერებების, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ლანდშაფტის ეკოლოგიის ან დაკავშირებულ სფეროში; ** მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ეკოლოგიური შეფასებების, გარემოსდაცვითი მართვის ან ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების სფეროში; ** ეკოლოგიური შეფასებების, ჰაბიტატების შეფასებისა და ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით დაგეგმვის გამოცდილება; ** ადგილობრივი მცენარეული სახეობების, ჭარბტენიანი ეკოსისტემებისა და ეკოლოგიური აღდგენის მიდგომების ცოდნა; ** ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებთან, კლიმატის ადაპტაციის ან გარემოსდაცვით პროექტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მუნიციპალიტეტებთან, საჯარო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ანალიტიკური, კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარები; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობად. საჭირო კომპეტენციები: კანდიდატს უნდა ჰქონდეს: ** ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ეკოსისტემებისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ცოდნა; ** ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები; ** მულტიდისციპლინარულ გუნდში ეფექტური მუშაობის უნარი; ** დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები; ** გარემოსდაცვითი მდგრადობის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატ-მედეგი განვითარებისადმი პასუხისმგებლობიანი მიდგომა.. კონტრაქტის ხანგრძლივობა დავალება განხორციელდება პროექტის განხორციელების პერიოდში (10 თვე), დამტკიცებული სამუშაო გეგმისა და პროექტის განხორციელების გრაფიკის შესაბამისად. სამუშაო ადგილი სამუშაო მოიცავს როგორც დისტანციურ/საოფისე საქმიანობას, ასევე პერიოდულ საველე ვიზიტებს შერჩეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. განაცხადის წარდგენა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ წარმოადგინოთ: ** პროფესიული რეზიუმე (CV); ** სამოტივაციო წერილი, რომელიც ასახავს შესაბამის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას (მაქსიმუმ 1 გვერდი). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. საკონტაქტო ინფორმაცია განაცხადი (რეზიუმე/CV & სამოტივაციო წერილი) უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: e_gvil@eecgeo.org. წერილის სათაურში მიუთითეთ: «ბიომრავალფეროვნების ტექნიკური ექსპერტი». განაცხადის წარდგენის ვადა: 31 აგვისტო 2026

განაცხადის გაგზავნა →