← ყველა ვაკანსია

დისციპლინის სამსახურის თანამშრომელი

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის აცხადებს კონკურსს დისციპლინის სამსახურის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე სამუშოს აღწერა: ** სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს შექმნა; ** მოსწავლეებთან კომუნიკაცია, მათ ქცევაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა; ** მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ინფორმირება მოსწავლეთა ქცევის შესახებ; ** შესაბამისი ელექტრონული და საინფორმაციო ბაზების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესაბამისი უმაღლესი განათლება ** ინგლისური ენიც ცოდნა ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ეფექტური კომუნიკაცია ** ორგანიზებულობა ** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა ** კრეატიულობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** პუნქტუალურობა კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 სექტემბერი. პერსონალური მონაცემების დამუშავება გაცნობებთ, რომ შპს "ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეტენდენტი ადასტურებს თანხმობას, რომ კომპანია მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს და შეინახავს მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით. პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თანხმობა იმავე ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გააგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში კომპანია წაშლის პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალ ვაკანსიებზე.

განაცხადის გაგზავნა →