ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
სსიპ - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური · ფოთი · სრული განაკვეთი
ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვა. საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა.
ბ)სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო და სხვა სიახლეების თაობაზე სამსახურის თანამშრომელთა ინფორმირება. კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
გ) კადრების აღრიცხვა, მონიტორინგი, ანალიზი.
დ) სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში.
ე) მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება.
ვ) მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდური დახმარება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენა.
თ) მოსამსახურეთა მიმართ წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება.
ი) მოსამსახურეთა შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება.
კ) მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენა; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრა;
ლ) საქართველოს მთავრობის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ელექტრონული პროგრამის HR.GOV.GE მართვა;
ო) მოქმედი კანონმდებლობით, სსიპ არქიტექტურის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის № 7/25 დადგენილება.
სსიპ - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- HR Administration Assistant — Evolution
- HR გენერალისტი — საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი
- HR მენეჯერი — ქარმოლი
- HR მენეჯერი — ევროინს ჯორჯია
- ადამიანური რესურსების ადმინისტრირების ასისტენტი — Evolution
- HR Operations Manager — Goodwill
სხვა ვაკანსიები
- HR ვაკანსიები (77)
- ვაკანსიები ფოთში (45)