← ყველა ვაკანსია

სოციალური მედიის მენეჯერი

ჯი ემ პი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "ჯი ემ პი" ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ სოციალური მედიის მენეჯერს, რომელიც კომპანიას ციფრულ სივრცეში წარმოაჩენს და აუდიტორიასთან ეფექტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ძირითადი მოვალეობები: ** სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და დაგეგმვა; ** ყოველკვირეული კონტენტ-გეგმის მომზადება და განხორციელება; ** პოსტების, სთორების და მოკლე ფორმატის ვიდეოების მომზადება სხვადასხვა პლატფორმისთვის და მათი განთავსება (Facebook, Instagram, TikTok); ** ტრენდული ჩელენჯებისა და იდეების მოფიქრება; ** შედეგზე ორიენტირება და მუდმივი გაუმჯობესება. მოთხოვნები: ** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება; ** ვიდეო მონტაჟის ცოდნა და კრეატიული წერის უნარები; ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. პირობები: ** კონკურენტული ანაზღაურება; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@gmpmetal.ge სათაურით: "სოციალური მედიის მენეჯერი". განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 20 სექტემბერი.

განაცხადის გაგზავნა →