დიასახლისი
კოფისტა
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კაფე/ობიექტი "კოფისტა" ეძებს პასუხისმგებლობიან და მოწესრიგებულ დიასახლისს, რომელიც უზრუნველყოფს სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვას.
სამუშაო გრაფიკი: 12:00-19:00 (ცვლადი სამუშაო გრაფიკი)
სამუშაო დრო: კვირაში 6 სამუშაო დღე ;
ანაზღაურება: 900ლ;
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** სამუშაო სივრცის, დარბაზისა და სველი წერტილების დალაგება;
** იატაკის, მაგიდებისა და ინვენტარის დასუფთავება;
** ნარჩენების გატანა;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
სამუშაო პირობები: სტაბილური და კომფორტული, მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ საფოსტო მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დიასახლისი.
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 595 40 42 25
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.