Cashier
Dressup Group
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე, ჩვილბავშვთა და ახალბედა მშობლებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში - Orchestra, სავაჭრო ცენტრში „ისთ ფოინთი“.
Orchestra - ეს არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი, რომელიც უკვე 20 წელია ქმნის ოჯახზე მორგებულ გარემოს და აერთიანებს ბავშვების მოდას, ორსულების ტანსაცმელსა და ბავშვის მოვლის პროდუქტებს ერთ სივრცეში. ჩვენ ვთავაზობთ მშობლებს ხარისხიან არჩევანს 0-14 წლამდე ბავშვებისთვის - როგორც საბაზისო საჭიროებებს, ასევე თანამედროვე ტრენდულ პროდუქციას.20 მილიონზე მეტი მომხმარებლის ნდობით, Orchestra აგრძელებს მხარდაჭერას ყველა იმ მშობლისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მნიშვნელოვან ცხოვრების გზაზე.თუ ხარ მოტივირებული, გიყვარს ბავშვებთან და ოჯახებთან კომუნიკაცია და მზად ხარ იზრუნო მაღალხარისხიან მომსახურებაზე - შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კონკურენტული ანაზღაურება;პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი; მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 1500-1800 ლ; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება);სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" (ა. თვალჭრელიძის #2).
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
სალაროს გამართულად მუშაობის მონიტორინგი; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა, ფულადი რესურსების დაცულად განთავსება;სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;სასურველია უმაღლესი განათლება; სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!