საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
Wine Kakheti
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი საერთაშორისო ბაზრების და პარტნიორების მოძიება
** დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან კომუნიკაცია
** ფასების პოლიტიკისა და კომერციული შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა
** საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება ღვინის სექტორში, საერთაშორისო გაყიდვებში
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** მოლაპარაკებების წარმოების და პრეზენტაციის უნარები
** საერთაშორისო ბაზრების ცოდნა
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
** საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას
** პროფესიულ განვითარებას ღვინის ინდუსტრიაში
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected]
"Wine Kakheti • ვაინ კახეთი" ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. კომპანია კახეთში ფლობს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი წარმადობის ქარხანას და საკუთარ ვენახებს (გაიგეთ უფრო მეტი: https://www.wk.ge).
Wine Kakheti — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Head of Business Development — bored panda
- Sales Representative — Prodware Netherlands
- გაყიდვების კონსულტანტი — Lee Cooper
- გაყიდვების მენეჯერი — Foris Development
- გაყიდვების კონსულტანტი (ბათუმი) — New Yorker
- კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი — სადაზღვევო საბროკერო ბენე
სხვა ვაკანსიები
- გაყიდვების ვაკანსიები (865)