← ყველა ვაკანსია

ფარმაცევტი

ფარმანეტი · თბილისი

ფარმაცევტული კომპანია „ფარმანეტი“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე და იწვევს გუნდში ენერგიულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ კადრებს. რატომ „ფარმანეტი“? (ჩვენ გთავაზობთ): კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1,500 ლარი (დარიცხული) + გამჭვირვალე და მზარდი ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან;კომფორტულ სამუშაო გრაფიკს: ყოველი მესამე დღე (24 სთ) — თვეში მხოლოდ 10 სამუშაო დღე! (ღამის 01:00-დან დილის 08:00 საათამდე აფთიაქი იკეტება და ფარმაცევტისთვის მოწყობილია კომფორტული მოსასვენებელი სივრცე);სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით;უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს: აფთიაქი აღჭურვილია გათბობა-კონდიცირებისა და დაცვის თანამედროვე სისტემებით;მეგობრულ გუნდსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას. ლოკაცია: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი №12ა (მეტრო „ღრმაღელესთან“ ახლოს). ძირითადი მოვალეობები: მომხმარებელთა კვალიფიციური ფარმაცევტული კონსულტაცია და მაღალხარისხიანი მომსახურება;მომხმარებელთა ინფორმირება მედიკამენტების ფასების, ფასდაკლებებისა და მიმდინარე აქციების შესახებ;პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესების მართვა;პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების არსებობისა და სისწორის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული ფარმაცევტული განათლება;აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;თავაზიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფი რეაგირების უნარი. როგორ გამოგვეხმაუროთ? დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „ფარმაცევტი“) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 592-00-65-79. შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია „ფარმანეტმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →

ფარმანეტი — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →