ელექტრიკოსი
ი.მ ირაკლი მეგრელიშვილი · თბილისი
კომპანია MBM TECH ეძებს გამოცდილ ელექტრიკოსებს თბილისში სამუშაოდ.
ჩვენი საქმიანობის მიმართულებები:
საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების ელექტრომონტაჟი;ელექტრომოწყობილობების მონტაჟი და მიერთება;ელექტროგამანაწილებელი ფარების აწყობა და მონტაჟი;ჭკვიანი სახლისა და შენობების ავტომატიზაციის სისტემების მონტაჟი.
მოთხოვნები:
ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;ელექტრული სქემებისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;ელექტრომონტაჟის სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების უნარი;ელექტროუსაფრთხოების წესების ცოდნა;პასუხისმგებლობა, სიზუსტე და სამუშაო ვადების დაცვა;KNX-ისა და ავტომატიზაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურებას თვეში 2 000–3 500 ლარის ფარგლებში, კვალიფიკაციის მიხედვით;გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას;თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტებზე მუშაობას;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ჭკვიანი სახლისა და ავტომატიზაციის სფეროში;კარიერული ზრდის შესაძლებლობას სამონტაჟო ბრიგადის ხელმძღვანელის პოზიციამდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი სახელი, საკონტაქტო ნომერი, ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ და, არსებობის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ფოტოები: [email protected]
საკონტაქტო ინფორმაცია: [ტელეფონი / WhatsApp]
ი.მ ირაკლი მეგრელიშვილი — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- მექანიკოსი — ტრანსპორტერი
- ელექტრიკოსი — ფავორიტი სტილი
- ინჟინერ-ინსპექტორი — ჰანიველ ცემენტი
- სერვის ტექნიკოსი — Kärcher
- მექანიკოსი - ვულკანიზაცია — თეგეტა მოტორსი
- დაცვის თანამშრომელი — ნიუ ქონსთრაქშენს ტექნოლოჯის
სხვა ვაკანსიები
- ვაკანსიები მშენებლობაში თბილისში (20)
- ვაკანსიები მშენებლობაში (153)
- ვაკანსიები თბილისში (946)