მძღოლ-ექსპედიტორი
ნიკორა ტრეიდი · თბილისი · სრული განაკვეთი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმესგადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/LPqZVhTbსს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია. სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას C კატეგორიის მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისშიჩვენ გთავაზობთ:გაზრდილ ანაზღაურებას: 1950-2150 ლარიფუნქცია-მოვალეობები:სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა/ჩამოტვირთვა;ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:C კატეგორიის მართვის მოწმობა;სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის.
ნიკორა ტრეიდი — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- საწყობის მიმღები — ნიკორა ტრეიდი
- საწყობის მიმღები — ნიკორა ტრეიდი
- საწყობის თანამშრომელი — ნიკორა ტრეიდი
- ცენტრალური საწყობის თანამშრომელი — ნიკორა ტრეიდი
- საწყობის მიმღები — ნიკორა ტრეიდი
- საწყობის მენეჯერი — ტრანსპორტერი
სხვა ვაკანსიები
- ლოჯისტიკისა და მძღოლის ვაკანსიები თბილისში (70)
- ლოჯისტიკისა და მძღოლის ვაკანსიები (542)
- ვაკანსიები თბილისში (946)