ლოგისტიკის მენეჯერი
IT Group
კომპანია "აი ტი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების პროგრამულად ასახვა;
** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** სავალდებულოა მათემატიკის ცოდნა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
დამატებითი ბენეფიტები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე.
** ანაზღაურება: გამოცდილების, უნარების და განვითარების შესაბამისად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gio.itlogistics@gmail.com; zurab@itgroupltd.com