← ყველა ვაკანსია

სამუშაოთა მწარმოებელი

ართვინ ჯორჯია · ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი

"ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას: სამუშაოთა მწარმოებელი სამშენებლო კომპანიაში ძირითადი მოვალეობები: ** სამუშაო პროცესის დაგეგმვა, რაც გულისხმობს ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროექტის სამუშაო გეგმის შემუშავებას, მიმდინარე სამუშაოების კალენდარული გეგმის შემუშავებას, სამუშაო რესურსების განაწილებისა და გამოყენების გეგმის შემუშავებას, დაქვემდებარებული პირებისათვის სამუშაო გეგმის გაცნობას; ** სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღება და კონტროლი, კერძოდ, სამუშაოების მიმდინარეობის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ჯეროვანი, დროული გამოყენებისა და დაქვემდებარებულ პერსონალზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად და დროულად შესრულების კონტროლი; ** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა- კონტროლი; ** სამუშაოების განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად; ** სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (ფორმა 2, ფორმა 3, ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა); ** პროექტის ფარგლებში საჭირო ცვლილებების უწყისების (ვარიაცია) მომზადება საჭიროების შემთხვევაში. აუცილებელი მოთხოვნებია: ** უმაღლესი განათლება; ** სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო სექტორში); ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel); ** საპროექტო ნახაზების სწორად წაკითხვის უნარი; ** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობიანი; ** დისციპლინირებული; ** პუნქტუალური. ** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. სამუშაო განრიგი: სრული ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა კადრების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი ლოკაციებისთვის: ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე info@artwin.ge. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →