← ყველა ვაკანსია

ხელოვნების მასწავლებელი

მწვანე სკოლა - ტყის კამპუსი

"მწვანე სკოლის" ტყის კამპუსი ეძებს ხელოვნების მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება შემოქმედებითი უნარების განვითარებაში და მათთვის შთამაგონებელ, თავისუფალ და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს შექმნის. ძირითადი მოვალეობები: ** ხელოვნების გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის ** მოსწავლეების შემოქმედებითი და ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნვა ** სხვადასხვა ტექნიკისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებების გაცნობა ** პროექტებისა და გამოფენების ორგანიზება ** სასწავლო პროცესში თანამედროვე და ინტერაქციული მეთოდების გამოყენება ** უსაფრთხო, პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ხელოვნების, დიზაინის ან შესაბამის სფეროში ** პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება ** კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს ** ბუნებასთან ახლოს არსებულ თანამედროვე კამპუსს ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას ** სრულ განაკვეთზე სამუშაოს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: HR@greenschool.edu.ge სათაურში მიუთითეთ: "ხელოვნების მასწავლებელი — ტყის კამპუსი".

განაცხადის გაგზავნა →