Store Manager
Dressup Group
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე, ჩვილბავშვთა და ახალბედა მშობლებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში - Orchestra, სავაჭრო ცენტრში „ისთ ფოინთი“.
Orchestra - ეს არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი, რომელიც უკვე 20 წელია ქმნის ოჯახზე მორგებულ გარემოს და აერთიანებს ბავშვების მოდას, ორსულების ტანსაცმელსა და ბავშვის მოვლის პროდუქტებს ერთ სივრცეში. ჩვენ ვთავაზობთ მშობლებს ხარისხიან არჩევანს 0-14 წლამდე ბავშვებისთვის - როგორც საბაზისო საჭიროებებს, ასევე თანამედროვე ტრენდულ პროდუქციას.20 მილიონზე მეტი მომხმარებლის ნდობით, Orchestra აგრძელებს მხარდაჭერას ყველა იმ მშობლისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მნიშვნელოვან ცხოვრების გზაზე.თუ ხარ მოტივირებული, გიყვარს ბავშვებთან და ოჯახებთან კომუნიკაცია და მზად ხარ იზრუნო მაღალხარისხიან მომსახურებაზე - შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კონკურენტული ანაზღაურება;პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი; მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 2000-2500 ლ; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება);სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" (ა. თვალჭრელიძის #2).
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიის საოპერაციო პროცესების მართვა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;მაღაზიის ბიზნეს გეგმის იმპლემენტაცია, თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გაყიდვების გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;კომერციულ განყოფილებასთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა, მაღაზიაში მიმდინარე აქტუალური პროცესების შესახებ;დაქვემდებარებილი თანამშრომლების მართვა, პერიოდული შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;ნაშთის მენეჯმენტი და მასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის გზების ინიცირება;კომპანიაში არსებული მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის იმპლემენტაცია.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ბავშვთა, ორსულთა და ახალბედა დედებისთვის განკუთვნილი პროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;პრიორიტეტების განსაზღვრის , საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;მოქნილობა და როტაციის მიმართ მზაობა;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!