მოწვეული ლექტორის ვაკანსია - სტომატოლოგიის მიმართულება
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის სკოლა აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებით:
** თერაპიული სტომატოლოგია;
** ქირურგიული სტომატოლოგია;
** ორთოპედიული სტომატოლოგია.
ძირითადი მოვალეობები:
** შესაბამისი მიმართულების სასწავლო კურსების ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული სწავლების განხორციელება;
** სტუდენტების კლინიკურ და სიმულაციურ სწავლებაში ჩართულობა და ზედამხედველობა;
** სტუდენტების კლინიკური და პრაქტიკული უნარების განვითარება;
** სტუდენტების ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების შეფასებაში მონაწილეობა;
** სასწავლო მასალებისა და შესაბამისი აკადემიური რესურსების მომზადებაში მონაწილეობა;
** სტომატოლოგიის სკოლის აკადემიურ და საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიური ჩართულობა;
** უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებისა და აკადემიური სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სტომატოლოგიაში;
** შესაბამისი მიმართულებით დასრულებული რეზიდენტურა;
** შესაბამისი მიმართულებით რეზიდენტურის დასრულების შემდეგ არანაკლებ 2 წლის დადასტურებული კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება;
** შესაბამის სპეციალობაში პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი/სერტიფიკატი;
** სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
** * პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა.
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე აკადემიურ, კლინიკურ და სიმულაციურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობისა და ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას;
** პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას;
** სტომატოლოგიის სკოლის აკადემიურ და კლინიკურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** მოქნილ აკადემიურ დატვირთვას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია ელფოსტაზე: hr@newvision.ge
** განახლებული CV;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** რეზიდენტურის/სპეციალობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი;
** საჭიროების შემთხვევაში, კლინიკური და აკადემიური გამოცდილების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები.
განაცხადის წარმოდგენისას გთხოვთ, მკაფიოდ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება: თერაპიული, ქირურგიული ან ორთოპედიული სტომატოლოგია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 2 სექტემბერი.