ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტი
ევრო კრედიტ+ · თბილისი
კომპანია „ევროკრედიტ +“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 3000 ლარი (Net) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლის მოზიდვა;პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება / ვიზიტები;მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი/შეფასება;ფინანსური უწყისების ანალიზის მომზადება;სესხის პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;სესხის გაცემის პროცესის მართვა;პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა;პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით;საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულების სამუშაო გამოცდილება;
დამატებითი უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;ენერგიული, აქტიური;ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/wU9T9r2c
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!