საწყობის თანამშრომელი
PCshop.ge · თბილისი
შპს პისიშოპ.ჯი, კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია „პისიშოპ.ჯი’’ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება;პროდუქციის მითვლა, გაცემა, ზედნადების შედარება, დოკუმენტაციასთან მუშაობა;წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;მაღაზიის სასაქონლო მარაგების პერიოდული აღწერა;ნაშთების კონტროლი და რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება არ არის სავალდებულო
პიროვნული თვისებები:
შრომისმოყვარეობა;კომუნიკაბელურობა;ენერგიულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;შედეგზე ორიენტირებულობა;პუნქტუალურობა;პრეზენტაბელურობა;მოტივირებულობა;თვითშესწავლის უნდარისიახლეების ძიების სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
ჩვენ გთავაზობთ:
მაღალი სტანდარტების მქონე კომანიაში მუშაობის შესაძლებლობასფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტლური ბონუსიჯანმრთელობის დაზღვევას;სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pcshop.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებ
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გისურვებთ წარმატებას!