← ყველა ვაკანსია

ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერი

სასტუმრო Ibis Styles Batumi · ბათუმი

ibis Styles Batumi ეძებს გუნდის ახალ წევრს ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები:სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის, მოწესრიგებულობისა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის მართვა;თანამშრომლების ცვლებში განაწილება და სამუშაო გრაფიკის შედგენა;ოთახების დამლაგებლების სამუშაო ზონების მიხედვით განაწილება და ყოველდღიური დავალებების განსაზღვრა;თანამშრომლებისთვის სამუშაო ინსტრუქციებისა და მითითებების მიცემა და მათი შესრულების კონტროლი;სასტუმროს ნომრებში განთავსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი და ხარვეზების შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაცია;სასტუმროს ნომრებში განთავსებული პროდუქციისა და მარაგების, მათ შორის თეთრეულის, ჰიგიენური საშუალებებისა და მინი-ბარის პროდუქციის, მოხმარების კონტროლი;ნომრების პროდუქციის დროული შევსების, აღრიცხვისა და ნაშთების კონტროლის უზრუნველყოფა;სასტუმროს სტუმრების მიერ დატოვებული ნივთების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და Lost & Found პროცედურების შესაბამისად მათი აღრიცხვა და გადაცემა;სტუმართა მოთხოვნების მიღება, მართვა და შესრულების უზრუნველყოფა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კოორდინაცია სტუმართა მოთხოვნების დროულად და ხარისხიანად შესრულების მიზნით;ყოველდღიური სამუშაო პროცესის შესაბამისი რეპორტების მომზადება და წარმოება;სასტუმროს ნომრებში განთავსებული პროდუქციის ყოველთვიური აღრიცხვის განხორციელება;მარაგების გამოყენების კონტროლი და დანაკარგების, შეუსაბამობებისა და დაზიანებების დროული გამოვლენა;Housekeeping-ის სამუშაო პროცესების განხორციელება სასტუმროს შიდა პროცედურებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;PMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ჩვენ გთავაზობთსტაბილურ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტს; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოდით ლინკზე და გაგვიზარეთ CV/რეზიუმე: https://ibisstylesbatumi.selfrecruit.ge/s/qzr0 წარმატებებს გისურვებთ!

განაცხადის გაგზავნა →