← ყველა ვაკანსია

მიმტანი

სასტუმრო Ibis Styles Batumi · ბათუმი

ibis Styles Batumi ეძებს გუნდის ახალ წევრს მიმტანის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით, კომპანიის მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;სტუმრისთვის მენიუს გაცნობა და კერძებისა და სასმელების შეთავაზება;სტუმრის შეკვეთის მიღება მომსახურების სტანდარტებისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად;საჭიროების შემთხვევაში, სტუმრისთვის კერძების შემადგენლობის, ინგრედიენტების, მომზადების მეთოდისა და შესაძლო ალერგენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;მენიუში წარმოდგენილი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტის, მათი მახასიათებლებისა და მიწოდების წესის ცოდნა;შეკვეთილი კერძებისა და სასმელების დროული და სწორი თანმიმდევრობით მიწოდება;მომსახურების პროცესში სტუმრის საჭიროებების მუდმივი დაკვირვება და დროული რეაგირება;სტუმრის მაგიდისა და მომსახურების ზონის მუდმივი კონტროლი, სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;სტუმრის დამატებითი მოთხოვნების დროული მიღება და შესრულება;სტუმრის უკმაყოფილების ან პრეტენზიის შემთხვევაში, სიტუაციის პროფესიონალურად მართვა დასაჭიროებისამებრ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;ჰიგიენის, სანიტარული ნორმებისა და საკვების უსაფრთხოების დადგენილი სტანდარტების დაცვა;მაგიდების გაწყობა და გასერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;მომსახურების დაწყებამდე მაგიდების, ინვენტარისა და დამხმარე სერვის-კარადის სათანადოდ მომზადება;სტუმრისთვის ანგარიშის სწორად და დროულად მომზადება და მიწოდება;ანგარიშსწორების პროცესში სტუმრისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა;სტუმრის თავაზიანად გაცილება და მომსახურებით კმაყოფილების/შთაბეჭდილების მოკლე შეფასების მიღება;სამუშაო პროცესში ხელმძღვანელის მითითებებისა და კომპანიის შიდა პროცედურების შესრულება;გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა მაღალი ხარისხის და უწყვეტი მომსახურების უზრუნველსაყოფად;სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნება;კომპანიის მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა და სტუმართმოყვარეობის პრინციპების დაცვა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტს; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოდით ლინკზე და გაგვიზარეთ CV/რეზიუმე: https://ibisstylesbatumi.selfrecruit.ge/s/SjPY წარმატებებს გისურვებთ!

განაცხადის გაგზავნა →