HR ადმინისტრატორი
სასტუმრო Ibis Styles Batumi · ბათუმი
ibis Styles Batumi ეძებს გუნდის ახალ წევრს კლასტერული HR ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ჯგუფში შემავალი კომპანიების HR ადმინისტრირების ყოველდღიური პროცესების მართვა;შრომითი ხელშეკრულებების, ხელშეკრულების ცვლილებების, შეწყვეტის დოკუმენტების, ცნობებისა და სხვა ოფიციალური HR დოკუმენტაციის მომზადება;თანამშრომელთა მონაცემებისა და პირადი საქმეების ზუსტი წარმოება;თანამშრომელთა მიღებისა და გათავისუფლების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კოორდინაცია;დაწინაურებების, შიდა გადაადგილებების, ანაზღაურების ცვლილებებისა და დასაქმების სტატუსთან დაკავშირებული სხვა ცვლილებების ადმინისტრირება;გამოსაცდელი ვადების, შრომითი ხელშეკრულებების ვადების და საჭირო დოკუმენტაციის მონიტორინგი;თანამშრომელთა მონაცემების განახლება HRIS-სა და სხვა HR პლატფორმებში;შვებულებების, სამუშაო დროის აღრიცხვისა და დასწრებასთან დაკავშირებული HR მონაცემების მართვა და მონიტორინგი;სახელფასო პროცესისთვის ზუსტი და დროული ინფორმაციის მომზადება;HR დოკუმენტაციის სისრულის, სიზუსტისა და განახლებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;HR პოლიტიკების, პროცედურებისა და შაბლონების დანერგვისა და ადმინისტრირების მხარდაჭერა;HR დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული პროცესების საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;HR ანგარიშების მომზადება და მონაცემთა ზუსტი აღრიცხვის წარმოება;თანამშრომელთა HR ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების განხილვა და შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა;HR აუდიტებისა და შესაბამისობის პროცესების მხარდაჭერა;თანამშრომელთა და კომპანიის შესახებ ინფორმაციის მკაცრი კონფიდენციალურობის დაცვა;კლასტერული HR პროექტებისა და ინიციატივების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
HR ადმინისტრირების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;რამდენიმე იურიდიულ პირთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და HR ადმინისტრირების პრაქტიკის კარგი ცოდნა;HRIS/HR პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;დიდი მოცულობის დოკუმენტაციისა და რამდენიმე პრიორიტეტის ერთდროულად მართვის უნარი;ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;პასუხისმგებლობის, სიზუსტისა და კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი;ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ
სტაბილურ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;თანამშრომელთა ბენეფიტების პაკეტს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოდით ლინკზე და გაგვიზარეთ CV/რეზიუმე: https://ibisstylesbatumi.selfrecruit.ge/s/zolc
წარმატებებს გისურვებთ!