ციფრული არქივების სამსახურის სკანირების ჯგუფის ხელმძღვანელი
სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი · თბილისი · სრული განაკვეთი
• უზრუნველყოს ეროვნულ არქივში დიგიტალიზაციის პროცესის დანერგვა ISO 19264-1 სტანდარტთან და ეროვნული არქივის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად;
• აწარმოოს ეროვნულ არქივში დიგიტალიზაციის პროცესში შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ანოტირება;
• უზრუნველყოს ეროვნულ არქივში წარმოებული ან სხვა უწყებიდან შემოსული სკანირებული დოკუმენტების ხარისხის კონტროლი Universal Test Target (UTT) საკალიბრაციო ფურცლის მეშვეობით;
• აკონტროლოს დიგიტალიზაციის პროექტში გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკის, სკანერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულობა და სტანდარტთან შესაბამისობა;
• უზრუნველყოს დიგიტალიზაციის ჯგუფის თანამშრომელთა საქმიანობისა და დასწრების შემოწმება;
• მოამზადოს დიგიტალიზაციის ჯგუფის წლიური გეგმის პროექტები და განსახილველად წარუდგინოს ციფრული არქივების სამსახურის უფროსს;
• გაუგზავნოს ციფრული არქივების სამსახურის უფროსს ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს კვარტალური და წლიური ანგარიშები;
• საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს საქმიანობა სხვა ორგანიზაცია- დაწესებულებათა ტერიტორიაზე;
• კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Senior DevOps / SRE Engineer — FinteqHub
- Deputy Head of 1C Engineering — SOFTSWISS
- Business Analyst for MS D365 F&SCM — Prodware Netherlands
- Risk and Integrity Data Engineer — Evolution
- ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტი — თიბისი
- Risk & Integrity Data Engineer — Evolution
სხვა ვაკანსიები
- IT ვაკანსიები თბილისში (55)
- IT ვაკანსიები (436)
- ვაკანსიები თბილისში (946)