ფინანსური და საბუღალტრო მიმართულების სპეციალისტი
გეოგლობალ აკადემია · მარნეული
შპს "გეოგლობალ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური და საბუღალტრო მიმართულების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. №80.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი.
ელფოსტა: [email protected]
ძირითადი მოვალეობები:
** აკადემიის საფინანსო, საბუღალტრო და შესყიდვების საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
** აკადემიის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, შედგენა, კორექტირება და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა;
** საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა RS.ge-ზე;
** თანამშრომელთა შრომის/მომსახურების ანაზღაურების, საშემოსავლო და საპენსიო ვალდებულებების მართვა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და შესაბამის პორტალზე წარდგენის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების დაგეგმვა და პროცესის კოორდინაცია;
** აკადემიის აქტივებისა და მატერიალური რესურსების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;
** ხელშეკრულებების, ფინანსური ვალდებულებებისა და გადარიცხვების მონიტორინგი;
** ფინანსური მდგრადობის შეფასება, ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვა;
** ფინანსური ანგარიშებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** დირექტორის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** RS.ge-ს პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა "ინფო ბუღალტერში" მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სრული, სამუშაო განაკვეთი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო ადგილი: მარნეული, 26 მაისის ქ. №80.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გეოგლობალ აკადემია — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Remote - KYC Specialist — Torrero
- პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) ყვარელში — კრედო ბანკი
- პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) გურჯაანში — კრედო ბანკი
- პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) ახმეტაში — კრედო ბანკი
- მოლარე-ინკასატორი - ხაშური — ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი
- სესხის ოფიცერი - ხულო — ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი