პროექტის მენეჯერი
Fibrex
ფიბრობეტონის საწარმო შპს "ფიბრექსი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს ფიბრობეტონის წარმოებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტურ დაგეგმვას, მართვასა და კოორდინაციას.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტების დაგეგმვა, მართვა და შესრულების კონტროლი;
** დამკვეთებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების დამუშავება;
** ტექნიკური დავალებების, ნახაზებისა და სპეციფიკაციების გაცნობა და კოორდინაცია;
** წარმოების პროცესის დაგეგმვა და საწარმოო გუნდთან თანამშრომლობა;
** პროექტის ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
** მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია;
** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება;
** პროექტთან დაკავშირებული საოპერაციო საკითხების დროული გადაწყვეტა;
** საბოლოო პროდუქციის დამკვეთის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო, არქიტექტურის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** პროექტების მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ან საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური ნახაზებისა და დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** MS Office-ის ცოდნა;
** პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დროისა და პრიორიტეტების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
მსგავსი ვაკანსიები
- Maternity Cover: Senior Research, Monitoring & Evaluation Officer, Freedom of Ex — Informed
- ფილიალის მმართველი - ხონი — ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი
- ინკასაციების მხარდაჭერის მენეჯერი — თიბისი
- რეგისტრატორი — აჭარა ჯგუფი
- ოფისის მენეჯერი — Foris Development
- ტექნიკური დეპარტამენტის დამხმარე თანამშრომელი — აჭარა ჯგუფი