← ყველა ვაკანსია

ტექნიკოსი/დიასახლისების ზედამხედველი/ადმინისტრაც. ასისტენტი

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა

1. ტექნიკოსი/Technician "თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა" (DIST არის საერთაშორისო, გერმანულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაფუძნებული სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ბავშვები სწავლობენ თანამედროვე, მრავალენოვან და ინკლუზიურ გარემოში. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს, რომელიც თანამშრომლებს აძლევს განვითარების, ახალი გამოცდილების მიღებისა და საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას. შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით თანამედროვე საგანმანათლებლო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ხარისხიან განათლებასა და შთამაგონებელ გარემოს მომავალი თაობებისთვის. "თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის (Technician) პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სკოლის შენობებისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ** მცირე სარემონტო და სამეურნეო სამუშაოების შესრულება; ** ელექტროობის, წყალმომარაგების, გათბობის, ვენტილაციისა და სხვა საინჟინრო სისტემების კონტროლი; ** ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა; ** გარე მომსახურების მომწოდებლებთან და ხელოსნებთან კოორდინაცია; ** სკოლის ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა; ** უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შესაბამისი ზომების მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკური ან პროფესიული განათლება შესაბამის სფეროში; ** ტექნიკურ სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; ** გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და საერთაშორისო სამუშაო გარემოს; ** სტაბილურ სამუშაო პირობებს; ** სრულ განაკვეთზე დასაქმებას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #63 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი 2026. 2. დიასახლისების ზედამხედველი/Housekeeping Supervisor "თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა" (DIST არის საერთაშორისო, გერმანულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაფუძნებული სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ბავშვები სწავლობენ თანამედროვე, მრავალენოვან და ინკლუზიურ გარემოში. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს, რომელიც თანამშრომლებს აძლევს განვითარების, ახალი გამოცდილების მიღებისა და საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას. შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით თანამედროვე საგანმანათლებლო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ხარისხიან განათლებასა და შთამაგონებელ გარემოს მომავალი თაობებისთვის. "თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისების სუპერვაიზერის (Housekeeping Supervisor) პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სკოლისა და საბავშვო ბაღის სისუფთავის, წესრიგისა და სანიტარიული მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, ** დასუფთავების კომპანიის თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა; ** სკოლის და ბაღის შენობების, საკლასო ოთახების, ოფისების, საერთო სივრცეების, სპორტული და სანიტარული ზონების, გარე ტერიტორიის სისუფთავის კონტროლი; ** დასუფთავების ხარისხის რეგულარული შემოწმება და შეფასება; ** გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის მოთხოვნა მომსახურების მომწოდებლისგან; ** დასუფთავების სამუშაოების გრაფიკისა და შესრულების კონტროლი; ** სკოლის ადმინისტრაციასა და დასუფთავების კომპანიას შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი; ** ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო მარაგების, დასუფთავების საშუალებების აღრიცხვისა და შევსების კოორდინაცია; ** პერიოდული ანგარიშგების მომზადება შესრულებული სამუშაოების შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება; ** ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო ან სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მომსახურების ხარისხის კონტროლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაციისა და გუნდური მართვის უნარები; ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა; ** ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას; ** საერთაშორისო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #63 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი 2026 3. ადმინისტრაციული ასისტენტი/სტაჟიორი/Administrative Assistant/Intern "თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა" (DIST არის საერთაშორისო, გერმანულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაფუძნებული სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ბავშვები სწავლობენ თანამედროვე, მრავალენოვან და ინკლუზიურ გარემოში. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს, რომელიც თანამშრომლებს აძლევს განვითარების, ახალი გამოცდილების მიღებისა და საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას. შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით თანამედროვე საგანმანათლებლო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ხარისხიან განათლებასა და შთამაგონებელ გარემოს მომავალი თაობებისთვის. "თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის/სტაჟიორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ადმინისტრაციული, საორგანიზაციო და სამეურნეო პროცესების მხარდაჭერა; ** დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და არქივირება; ** მშობლების, თანამშრომლებისა და სტუმრების დახმარება და კომუნიკაცია; ** სხვადასხვა ადმინისტრაციული პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა. ** სკოლის და ბაღის თანამშრომლებისთვის ყოველდღიური ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა; ** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** ქართული და გერმანული ენების კარგი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office-ის (Word, Excel, Outlook) ცოდნა; ** კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტაციისა და სწავლის სურვილი. ჩვენ გთავაზობთ: ** საერთაშორისო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** გამოცდილების მიღებას განათლების სფეროში; ** მენტორინგსა და ყოველდღიურ პრაქტიკულ მხარდაჭერას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას (სტაჟირების ან დასაქმების ფორმატის შესაბამისად); დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #63 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი 2026

განაცხადის გაგზავნა →

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →