← ყველა ვაკანსია

ოფისის მენეჯერი

Würth · ბათუმი

გერმანულ კომპანია "WURTH"-ს ესაჭიროება ოფის-მენეჯერი ბათუმში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტიც); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი; ** სასურველია ინგლისური ან/და გერმანული და რუსული ენების ცოდნა; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება ოპერატორის, ადმინისტრატორის, ან ბუღალტერიის სფეროში; ** სრული განაკვეთი; ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00; ** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი). ** ანაზღაურება 900 ლარი (ხელზე ასაღები). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა; ** მომხმარებელთან ურთიერთობა: სატელეფონო ზარების მიღება, კონსულტაციის გაწევა, სპეციალისტთან გადამისამართება; ** ყოველდღიური რეპორტების და საბუთების წარმოება; ** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაარქივება და სათაო ოფისში გაგზავნა; ** სასაწყობე პროგრამებით მაღაზიის მარაგების მართვა; ** მიმდინარე საკითხების მოგვარება. პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული; ** ადვილად ათვისების უნარი; დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** მოწესრიგებული; ** თავაზიანი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: [email protected] მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის #1. ტელ: 224 36 30. CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!

განაცხადის გაგზავნა →

Würth — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →