უძრავი ქონების ბროკერი
Tbilisi Realtor
"Tbilisi Realtor" ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ ბროკერს, რომელსაც აქვს გაყიდვების სფეროში გამოცდილება და სურს განვითარება უძრავი ქონების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** უძრავი ქონების მოძიება და პორტფოლიოს მართვა;
** პორტფოლიოში არსებული ობიექტების პირადად გაცნობა და პროფესიული პრეზენტაციისთვის მომზადება;
** მესაკუთრეებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია;
** ობიექტების პრეზენტაცია და დათვალიერებების ორგანიზება;
** კომპანიის CRM სისტემასა და ვებგვერდზე არსებული განცხადებების მონიტორინგი და განახლება;
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების მართვა;
** ყოველდღიური საქმიანობისა და შედეგების CRM სისტემაში აღრიცხვა და რეპორტინგი.
მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურებად სტაჟირებასა და პროფესიულ სწავლებას;
** სამუშაო მხარდაჭერასა და თანამედროვე ინსტრუმენტებს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ საკომისიო ანაზღაურებას, შედეგების მიხედვით.
სამუშაო პირობები:
** ადგილი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. №4;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; შაბათი, 11:00-15:00;
** დასაქმება: სრული განაკვეთი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ: [email protected]. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "უძრავი ქონების ბროკერი".
Tbilisi Realtor — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Head of Business Development — bored panda
- Sales Representative — Prodware Netherlands
- გაყიდვების კონსულტანტი — Lee Cooper
- გაყიდვების მენეჯერი — Foris Development
- გაყიდვების კონსულტანტი (ბათუმი) — New Yorker
- კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი — სადაზღვევო საბროკერო ბენე
სხვა ვაკანსიები
- გაყიდვების ვაკანსიები (865)