სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის ლოჯისტიკის მენეჯერი
არალი
სამშენებლო-საგზაო კომპანია შპს "არალი" აცხადებს ვაკანსიას სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი და დაქირავებული სპეცტექნიკის (ექსკავატორები, ბულდოზერები, გრეიდერები, სატკეპნები, თვითმცლელები და სხვ.) ობიექტებზე დროული მისვლისა და გამოსვლის (გრაფიკის) მკაცრი კონტროლი;
** სპეცტექნიკის ობიექტებს შორის გადაადგილების (ტრალით გადაზიდვის) ოპერატიული დაგეგმვა და კოორდინაცია
** ტექნიკის ყოველდღიური განაწილება სამუშაოთა მწარმოებლების ("ზედამხედველის") მოთხოვნების შესაბამისად
** GPS მონიტორინგის სისტემით ტექნიკის გადაადგილების, მუშაობის საათებისა და გაჩერებების კონტროლი
** მძღოლების შესრულებული სამუშაო საათებისა და რეისების ზუსტი აღრიცხვა
** საწვავის ხარჯვის მონიტორინგი და შეუსაბამობების გამოვლენა
** ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში მექანიკოსებთან და შესაბამის ჯგუფთან ოპერატიული კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** GPS მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) კარგად ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში;
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].
მსგავსი ვაკანსიები
- საწყობის მენეჯერი — ტრანსპორტერი
- საცავის გადამთვლელი მოლარე - ხაშური — ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი
- მძღოლი — აჭარა ჯგუფი
- საწყობის თანამშრომელი (ბათუმი) — New Yorker
- სამეგრელოს წარმომადგენლობის მძღოლ-ინკასატორი — PayBox
- მოტო პატრული — ალგანი