← ყველა ვაკანსია

ავტოპარკის მენეჯერი

გზაჯვარედინი

შპს "გზაჯვარედინი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; ** მდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა №122. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ავტოპარკის მართვა, ავტომობილების გამოყენებისა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება; ** სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი; ** ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და გეგმური მომსახურების ვადების მონიტორინგი; ** საჭიროების შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და შესაბამის სერვისცენტრებთან თანამშრომლობა; ** საწვავის ხარჯების კონტროლი, აღრიცხვა და ოპტიმიზაცია; ** სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და ზედნადებების სისწორისა და სისრულის შემოწმება; ** საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის კონტროლი; ** კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ჯარიმების სისტემური აღრიცხვა და მონიტორინგი; ** გამოწერილი ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისა და შესაბამისი მძღოლებისთვის; ** დარღვევების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; ** ჯარიმების დადგენილ ვადებში, მათ შორის შეღავათიანი გადახდის პერიოდში, დაფარვის კონტროლი; ** სატრანსპორტო პროცესებთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ** სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის ინტერესების წარმოდგენა პარტნიორებთან, სერვისცენტრებსა და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** ავტოპარკის ან სატრანსპორტო პროცესების მართვის გამოცდილება; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** Excel-ის ცოდნა; ** ავტოპარკის ხარჯების ანალიზის გამოცდილება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

განაცხადის გაგზავნა →

გზაჯვარედინი — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →