ადმინისტრატორი
ღვინის სასტუმრო თელავი · თელავი
"ღვინის სასტუმრო თელავი", რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და მათი სასტუმროში განთავსება;
** სტუმრების დღიურის წარმოება;
** ნომრების შემოწმება;
** სხვა მასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების — ვორდისა და ექსელის — მინიმალურ დონეზე ცოდნა;
** მეილის ცოდნა;
** დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მორიგეობა იქნება 24-საათიანი. დასაქმებულს ექნება თავისი ოთახი, სადაც შეძლებს დასვენებას და ღამის საათებში დაძინებას. სამუშაო გრაფიკი — ოთხ დღეში ერთხელ.
დასაქმებულის კვებაზე იზრუნებს სასტუმრო.
სამუშაო გარემო ხშირ შემთხვევაში არ იქნება დატვირთული და ადმინისტრატორს ექნება საშუალება წიგნის წასაკითხად/სამეცადინოდ. სწავლა-განათლება იქნება წახალისებული.
ანაზღაურება: მორიგეობა 80 ლარი + ბონუსი გამომუშავების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ღვინის სასტუმრო თელავი — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Maternity Cover: Senior Research, Monitoring & Evaluation Officer, Freedom of Ex — Informed
- ფილიალის მმართველი - ხონი — ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი
- ინკასაციების მხარდაჭერის მენეჯერი — თიბისი
- რეგისტრატორი — აჭარა ჯგუფი
- ოფისის მენეჯერი — Foris Development
- ტექნიკური დეპარტამენტის დამხმარე თანამშრომელი — აჭარა ჯგუფი
სხვა ვაკანსიები
- ადმინისტრაციული ვაკანსიები (511)
- ვაკანსიები თელავში (53)