← ყველა ვაკანსია

უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტი

მერიდიანი & კო

უძრავი ქონების კომპანია "მერიდიანი & კო" აფართოებს გუნდს და ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტის (აგენტის) პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (11:00-დან 19:00-მდე), 2 დღე დასვენება. ** ანაზღაურება: მაღალი საბონუსე სისტემა (გამომუშავებით — 1500-დან 9000 ლარამდე). ** მდებარეობა: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის 21/23 (სადგურის მოედანთან, "ცენტრალის" მოპირდაპირე მხარეს). რას ველოდებით კანდიდატისგან: ** გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საქმეს ადგილზე შეგასწავლით); ** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; ** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა. ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტების მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი ობიექტების შეთავაზება; ** სატელეფონო ზარებისა და შემოსული შეტყობინებების მართვა; ** ობიექტების ბაზაში განთავსება და განახლება; ** შეხვედრების დაგეგმვა, ობიექტების ჩვენება და მოლაპარაკებების წარმოება; ** ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტინგი. პიროვნული თვისებები: ** გამართული და დამაჯერებელი მეტყველება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; ** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას: სამუშაო ლეპტოპი, კორპორაციული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროითა და ინტერნეტით, განცხადებების საიტების ბალანსი; ** განვითარებას: საქმის პრაქტიკულ შესწავლას და რეგულარულ ტრენინგებს გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში; ** მოქნილობას: სტუდენტებისთვის დასვენების დღეების ინდივიდუალურად შეთანხმების შესაძლებლობას; ** დამატებით ბენეფიტებს: თვეში 1 დამატებითი თავისუფალი დღე (Day Off), ანაზღაურებადი შვებულება მუშაობის დაწყებიდან 3 თვეში და ყოველკვირეული წამახალისებელი საჩუქრები საუკეთესო შედეგებისთვის; ** მეგობრულ სამუშაო გარემოსა და კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას. დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომრებზე (ასევე WhatsApp / Viber): 593 38 60 05/597 76 27 83.

განაცხადის გაგზავნა →

მერიდიანი & კო — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →