ადმინისტრატორი
Calisia · ქუთაისი
"კალისია" - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.
ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.
პოზიცია - ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, თამარ მეფის №11;
სამუშაო დღეები: კვირაში 3-4 დღე (დღეგამოშვებით);
სამუშაო საათები: 10:00-20:00;
მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
გაგვიგზავნეთ რეზიუმე, თუ:
** ხართ მიზანდასახული და ინიციატორი;
** ხართ დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** მეტყველებთ გამართულად ქართულად;
** შეგიძლიათ თითოეულ ადამიანს მიუდგეთ ინდივიდუალურად;
** ფლობთ საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს ან შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
მსგავსი ვაკანსიები
- Maternity Cover: Senior Research, Monitoring & Evaluation Officer, Freedom of Ex — Informed
- ფილიალის მმართველი - ხონი — ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი
- ინკასაციების მხარდაჭერის მენეჯერი — თიბისი
- რეგისტრატორი — აჭარა ჯგუფი
- ოფისის მენეჯერი — Foris Development
- ტექნიკური დეპარტამენტის დამხმარე თანამშრომელი — აჭარა ჯგუფი