← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

ნეკრესის მამული · ყვარელი

"ნეკრესის მამული" - სასტუმრო და რესტორანი კახეთში, ყვარლის რნ-ი, სოფ. შილდა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - ყვარელი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი / კვირაში 5 სამუშაო დღე სამუშაო ადგილი: ყვარელი, ნეკრესის მონასტრის გზა ანაზღაურება: 1500 ლარიდან 2500 ლარამდე (ხელზე ასაღები) (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად) დამატებითი ბენეფიტები: ** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას ** საწვავის ტალონს ** ჯანმრთელობის დაზღვევას ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და წარმოება, ნაშთების კონტროლი, რეალიზაციების და ხარჯვითი ოპერაციების კონტროლი; ** ფულის მოძრაობის ოპერაციების კონტროლი; ** პირველადი და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და ფიზიკური დაარქივება; ** რეალიზაციის ოპერაციების პროგრამულად ასახვა ** მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი და შესყიდვების პროგრამაში გატარებაში ჩართულობა; ** ხელფასების ბუღალტრული აღრიცხვა; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა; ** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა სახის დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან. აუცილებელი ცოდნა & უნარები: ** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ** Microsoft Office (Word, Excel); ** საბუღალტრო პროგრამა fina - ში მუშაობის გამოცდილება სასურველია. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი, 2026 წ.

განაცხადის გაგზავნა →

ნეკრესის მამული — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →