← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო · თბილისი

„ირაო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. „ირაო“ ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან წარმატებით ემსახურება მომხმარებლებს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის – Vienna Insurance Group-ის (VIG) წევრია. ჩვენთან დაგხვდებათ ჯანსაღი და კოლეგიალური სამუშაო გარემო, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ. 88/15გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:30 სთანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული); ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით ძირითადი მოვალეობები: საცალო (ფიზიკური პირები) და კორპორაციული (კომპანიები) კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;გაყიდვის სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;გაყიდვების დადგენილი მიზნების შესრულება. თქვენგან ველით: დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;გაყიდვების სფეროში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას (სასურველია). ჩვენ გთავაზობთ: ადაპტაციის პერიოდში გამოცდილი კოლეგის მხარდაჭერასა და სადაზღვევო პროდუქტების შესწავლას;პროფესიულ ტრენინგებს;კარიერული ზრდის შესაძლებლობას;გაყიდვების შეჯიბრებებში მონაწილეობას, ფულადი პრიზებითა და ვაუჩერებით;მუშაობას საერთაშორისო ჯგუფის წევრ, სტაბილურ კომპანიაში;ჯანმრთელობის დაზღვევას;კორპორაციულ ნომერს;FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით. ირაო გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →