კლიენტთა მომსახურებისა და შეკვეთების კოორდინატორი
ფაბრიკონი · თბილისი
მოწინავე ქართული კომპანია „ფაბრიკონი“ მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.
კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე. საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.
ფაბრიკონი პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში. სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით, რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა ჩვენს საწარმოო ბაზაზე.
FABRICON ეძებს კლიენტთა მომსახურებისა და შეკვეთების კოორდინატორს
ვეძებთ კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც ჩვენი კლიენტების პირველი საკონტაქტო პირი იქნება. თქვენ უპასუხებთ მათ კითხვებს, მიიღებთ შეკვეთებს და თვალს ადევნებთ მათ გზას, სანამ დამკვეთი შეკვეთას არ მიიღებს.
ძირითადი მოვალეობები
ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხი და კლიენტის კომპეტენტური კონსულტაციამოთხოვნების გადამისამართება შესაბამის სამსახურში და შესრულების კონტროლიშემოსული შეკვეთების მიღება, რეგისტრაცია და შესრულებაზე გადაცემაშეკვეთის სრული ციკლის მართვა — მიღებიდან დამკვეთამდე მიტანამდედამკვეთის ინფორმირება შეკვეთის სტატუსის შესახებსოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხიხელმძღვანელის მიერ დავალებული ადმინისტრაციული საქმეების შესრულება
სავალდებულო მოთხოვნები
რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზეგამართული მეტყველება და თავაზიანი კომუნიკაციის უნარიMS Office თავისუფლად მუშაობაერთდროულად რამდენიმე დავალების მართვის უნარი და ყურადღება დეტალებისადმიპასუხისმგებლობა და მშვიდი მუშაობა დატვირთულ რეჟიმში
უპირატესობა მიენიჭება
კლიენტთა მომსახურებაში, ქოლ-ცენტრში ან გაყიდვებში მუშაობის გამოცდილებას
ჩვენ გთავაზობთ
ანაზღაურება: 1000 ₾ ხელზე (ზრდის პერსპექტივით)კვებასამუშაო გრაფიკი: [ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00]სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი ლილოსრულყოფილი ტრენინგი და პროდუქციის გაცნობა პირველივე დღიდანმეგობრული გუნდი და ზრდის შესაძლებლობაჯანმრთელობის დაზღვევა / ფიტპასი
რეზიუმე გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე [email protected] სათაურით „კლიენტთა მომსახურების კოორდინატორი“.
მსგავსი ვაკანსიები
- Customer Support Specialist — PM Group
- Customer Support & Sales Agent | E-commerce | Remote — Foxelli Group
- ქოლ-ცენტრის ოპერატორი — ამბოლი
- საინფორმაციო სამსახურის - ღამის ცვლის ოპერატორი — საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
- გერმანულენოვანი მომხმარებელთა ოპერაციების ექსპერტი — TP Georgia
- ქოლ-ცენტრის თიმ ლიდერი — გლობალ
სხვა ვაკანსიები
- ქოლ-ცენტრისა და მომსახურების ვაკანსიები თბილისში (62)
- ქოლ-ცენტრისა და მომსახურების ვაკანსიები (496)
- ვაკანსიები თბილისში (946)