საცალო გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია · თბილისი
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის N 8
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
აქტიური მონაწილეობა ფიზიკური პირი მომხმარებლების მოძიებაში სხვადასხვა არხის (ტელეფონი, შეხვედრები, რეკომენდაციები, ციფრული პლატფორმები) გამოყენებით;კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის;ინდივიდუალური გაყიდვების გეგმების შესრულება;აქტიური მონაწილეობა გაყიდვების სტიმულირების პროგრამებში, აქციებსა და კამპანიებში;
რას ვითხოვთ:
სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;სასურველია უცხო ენების ცოდნა;კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);
რას გთავაზობთ:
საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;ჯანმრთელობის დაზღვევას;ულიმიტო სასაუბრო დროს;გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FwjDr
გისურვებთ წარმატებას!