ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის მომსახურება
მზიური · თბილისი
მომსახურების შესყიდვის მიზანისაინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური ეძებს ციფრული მარკეტინგის სააგენტოს, რომელიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობას ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებიდან მის პრაქტიკულ რეალიზაციამდე.სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კომპანიის მარკეტინგული საქმიანობის სრული ციკლი საკუთარი, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტების გუნდის მეშვეობით.
სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობებისააგენტომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი მიმართულებების სრულფასოვანი მომსახურება:მარკეტინგული კვლევების ჩატარება, სამიზნე აუდიტორიისა და კონკურენტული გარემოს შესწავლა და კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შესაბამისად სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება, მართვა და ოპტიმიზაცია;სოციალური მედიის მართვა (SMM), მათ შორის სოციალური ქსელების კონტენტ-გეგმის შემუშავება, პოსტების დაგეგმვა და გამოქვეყნება;სოციალური ქსელებისთვის ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნა, მათ შორის გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური მასალებისა და მოკლე ვიდეოების მომზადება;სარეკლამო და საინფორმაციო ტექსტების მომზადება, კოპირაიტინგი და საჭიროების შემთხვევაში ტექსტების ადაპტირება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის;კომპანიის ბრენდის ცნობადობის, აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და ციფრულ არხებში ჩართულობის ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
სააგენტოსგან წარმოსადგენი ინფორმაციადაინტერესებულმა სააგენტოებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:კომპანიის მოკლე პრეზენტაცია და საქმიანობის გამოცდილება;განხორციელებული მარკეტინგული პროექტების პორტფოლიო;სოციალური მედიის მართვის წარმატებული მაგალითები და მიღწეული შედეგები;განხორციელებული სარეკლამო კამპანიების მაგალითები, მათი მიზნები და შედეგები;ფოტო-ვიდეო ნამუშევრების პორტფოლიო;პროექტზე მომუშავე გუნდის შემადგენლობა, თითოეული წევრის ფუნქციები, კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება;შემოთავაზებული მომსახურების დეტალური აღწერა და ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა;მომსახურების ყოველთვიური ღირებულება;რეკომენდებული ყოველთვიური სარეკლამო ბიუჯეტი და მისი განაწილების პრინციპები;თანამშრომლობის შემოთავაზებული მოდელი, პირობები და სამუშაო პროცესის ორგანიზების ფორმა.
თანამშრომლობის პირობები და ანგარიშგებამომსახურება უნდა განხორციელდეს უწყვეტი, ყოველთვიური თანამშრომლობის ფორმატით.სააგენტო ვალდებულია:ყოველთვიურად შეიმუშაოს და კომპანიის წარმომადგენლებს წარუდგინოს სამუშაო გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება დაგეგმილი აქტივობები, მათი შესრულების ვადები და მოსალოდნელი შედეგები;შეიმუშაოს მომსახურების ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორები (KPI), რომლებიც შეთანხმებული იქნება კომპანიასთან და შეესაბამება მარკეტინგული საქმიანობის მიზნებს;ყოველთვიურად მოამზადოს და წარადგინოს დეტალური ანგარიში შესრულებული სამუშაოების, განხორციელებული სარეკლამო კამპანიებისა და მიღწეული შედეგების შესახებ;უზრუნველყოს კომპანიის წარმომადგენლებთან მუდმივი სამუშაო კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სამუშაო შეხვედრებში;უზრუნველყოს სარეკლამო ანგარიშებსა და კომპანიის ციფრულ აქტივებზე კომპანიის სრული წვდომა და კონტროლი.სააგენტომ შეთავაზებაში უნდა აღწეროს ანგარიშგების ფორმატი, კომუნიკაციის არხები, სამუშაო პროცესის ორგანიზება და შესრულებული სამუშაოების შეფასების მექანიზმები.
მომსახურების ღირებულება და სარეკლამო ბიუჯეტისააგენტომ შეთავაზებაში ცალ-ცალკე უნდა მიუთითოს:მომსახურების ყოველთვიური საფასური, რომელიც მოიცავს სააგენტოს მიერ შესასრულებელი სამუშაოების სრულ მოცულობას;რეკომენდებული ყოველთვიური სარეკლამო ბიუჯეტი, რომელიც განკუთვნილია სარეკლამო პლატფორმებზე რეკლამის განთავსებისა და კამპანიების განხორციელებისთვის.სარეკლამო ბიუჯეტი არ უნდა იყოს გათვალისწინებული სააგენტოს მომსახურების საფასურში და უნდა განისაზღვროს ცალკე. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შეთავაზება უნდა მოიცავდეს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მიმართულებას და მკაფიოდ განსაზღვრავდეს ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობას, მათ შორის:სოციალური ქსელების მართვისა და კონტენტის გამოქვეყნების სიხშირეს;ყოველთვიურად შესაქმნელი ფოტო-ვიდეო და გრაფიკული მასალების რაოდენობას;სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და მართვის მოცულობას;სამუშაო პროცესის ორგანიზების, კომუნიკაციისა და ანგარიშგების ფორმატს.შეთავაზებაში ასევე უნდა იყოს მითითებული, თუ რომელი სამუშაოები ან დამატებითი მომსახურებები არ შედის ყოველთვიურ საფასურში.
საკონტაქტო ინფორმაციავებგვერდი: mziuri.geდაინტერესებულ სააგენტოებს ვთხოვთ, მომსახურების დეტალური შეთავაზება და პორტფოლიო გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:[email protected]
მსგავსი ვაკანსიები
- CRM & Marketing Automation Specialist — Resourceful Talent Group
- B2B კონტენტ მარკეტოლოგი / კოპირაიტერი (დისტანციური, ინგლისური) — Silkstaff
- Marketing Agency — STUJEX
- თურქულენოვანი თამაშის წარმდგენი — ევოლუშენი
- English-Speaking Game Presenter — ევოლუშენი
- ინგლისურენოვანი თამაშის წარმდგენი — ევოლუშენი
სხვა ვაკანსიები
- მარკეტინგის ვაკანსიები თბილისში (21)
- მარკეტინგის ვაკანსიები (224)
- ვაკანსიები თბილისში (946)