← ყველა ვაკანსია

ტექნიკური ტრენერი

GT Motors · თბილისი

კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების, Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/MINI-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ტრენერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155სამუშაო განაკვეთი: სრულისამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00- 17:00 ან 10:00-18:00 ტექნიკური ტრენერი პასუხისმგებელია კომპანიის მასშტაბით ტექნიკური ტრენინგის პროგრამების შემუშავებაზე და ჩატარებაზე. პოზიცია მოიცავს ტრენინგების ჩატარებას როგორც ტექნიკურ პერსონალისთვის, ისე კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ პროდუქტის ტექნიკური ცოდნა. ძირითადი მოვალეობები:ტექნიკური ტრენინგების ჩატარება სერვისის, მ.შ. სამღებრო-სათუნუქე უბნის, ტექნიკოსებისთვის და სახელოსნოს სხვა პერსონალისთვის.ტექნიკური ცნობიერებისა და პროდუქტის ტრენინგების ჩატარება კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის (მაგ., სერვისის მრჩევლებისთვის, გაყიდვების კონსულტანტებისთვის, ქოლ-ცენტრის პერსონალისთვის, ა.შ.).ტექნიკური პერსონალის მოზადება საკვალიფიკაციო გამოცდებისა და მწარმოებლის/ბრენდის სერტიფიცირებისთვის.ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერთან და ტექნიკური ტრენინგების მენეჯერთან ერთად წლიური ტექნიკური ტრენინგის კალენდარის დაგეგმვა და მართვა.ტრენინგის პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და მუდმივი გაუმჯობესების გზების შეთავაზება.ახალი ტექნიკური პერსონალის ინტეგრაციის (Onboarding) მხარდაჭერა პირველადი (Induction) ტრენინგის მეშვეობით.იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ტრენინგი შეესაბამებოდეს მწარმოებლის სტანდარტებს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. სავალდებულო კვალიფიკაცია და გამოცდილება:განათლება ელექტრო- ან მექანიკური ინჟინერიის დარგში. ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი.ინგლისური ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერით, ისე ზეპირად).ავტომობილების ტექნიკური სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა.თანამშრომელთა ტექნიკური კვალიფიკაციის გამოცდებისა და სერტიფიცირების პროცესებისთვის მომზადების გამოცდილება.პრეზენტაციის, ფასილიტაციისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები.საოფისე/საპრეზენტაციო სტანდარტული პროგრამების ფლობა სასურველი კვალიფიკაცია და გამოცდილება:მწარმოებლის/ბრენდის მიერ მინიჭებული ტექნიკური ტრენერის სერტიფიცირება/აკრედიტაცია.ტრენერის სერტიფიკატი ან აკრედიტაცია (მაგ., ზრდასრულთა ტრენინგის/ტრენერთა ტრენინგის აღიარებული კვალიფიკაცია).ავტორიზებულ ავტოდილერთა ქსელში ან იმპორტიორთან მუშაობის გამოცდილება. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Ru6VB6Vb

განაცხადის გაგზავნა →