მარკეტინგის დეპარტამენტის ასისტენტი
GT Motors · თბილისი
კომპანია "ჯი-თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/Mini-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00- 17:00 ან 10:00-18:00
პოზიციის მიზანი
მარკეტინგის გუნდისთვის საოპერაციო, ადმინისტრაციული და საკოორდინაციო მხარდაჭერის გაწევა კომპანიის ყველა ბრენდის მარკეტინგული პროექტებისა და აქტივობების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად.
ძირითადი მოვალეობები
კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან კომუნიკაციისა და მარკეტინგთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის მხარდაჭერა;მარკეტინგის გუნდის ყოველდღიური საოპერაციო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაში დახმარება;კომპანიის ყველა ბრენდის მიმდინარე მარკეტინგულ პროექტებსა და აქტივობების მხარდაჭერა;მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ყოველდღიურ კომუნიკაციასა და მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციაში დახმარება;ხელშეკრულებებთან, შესყიდვებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;ვებგვერდებისთვის საჭირო ტექსტების თარგმნა, კორექტირება და ადაპტაცია საჭიროების შემთხვევაში (ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად).მარკეტინგული მასალებისა და ფოტო-ვიდეო რესურსების შეგროვება, ორგანიზება და სისტემატიზაცია;ღონისძიებების, გადაღებებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების საორგანიზაციო და ლოჯისტიკური მხარდაჭერა;მიმდინარე დავალებების ვადებისა და შესრულების სტატუსების მონიტორინგში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების , მიმართულებით;ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობა ან სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;ეფექტიანი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისMicrosoft Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/n3Hcdkmd