ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მენეჯერი / ფასს მენეჯერი
ბათუმის ნავთობტერმინალი · ბათუმი
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს კონკურსს ფასს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების) მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ფასს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების) მენეჯერისტრუქტურული ქვედანაყოფი: ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების (ფასს) მომზადების განყოფილებარეზიუმეების მიღების ვადა: 15.07.2026 – 14.08.2026სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმისამუშაო რეჟიმი: სრული სამუშაო განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ეკონომიკური განათლება: ბუღალტრული აღრიცხვა ან ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი / გადასახადები / აუდიტი / ეკონომიკამოთხოვნები ლიცენზიების, სერტიფიკატებისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შესახებ DipIFR ACCA-ის სერტიფიკატი ან ჩაბარებული ACCA-ის Financial Reporting (F7) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება: პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ასეთი გამოცდილების არსებობის შემთხვევაში, მინიმალური პროფესიული სტაჟი შეიძლება შეადგენდეს 1 წელს.
ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება:არ მოითხოვება.სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები:
უნდა ფლობდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს/IFRS) გამოყენება;ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის შესაბამისად;კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება;ახალი და შეცვლილი ფასს სტანდარტების მოთხოვნების ანალიზი და გამოყენება;სააღრიცხვო პოლიტიკისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფასს-ში;ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნებისა და გამჟღავნებების მომზადება;გარე და შიდა აუდიტორებთან ურთიერთობა, აუდიტორულ მოთხოვნებზე პასუხების მომზადება;ფინანსური ანგარიშგების ტრანსფორმაციის მომზადება;რთული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი და ფასს-ის შესაბამისად მათი ასახვის წესის განსაზღვრა;ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური და სხვა სახის ინფორმაციის მომზადება;ERP სისტემებთან და ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობა (SAP FC და IC (სასურველია), 1C-ბუღალტერია);ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება. Microsoft Excel-ის პროგრამაში მაღალ დონეზე მუშაობის უნარი.Microsoft Office-ის პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) და 1C-ბუღალტერიაში მუშაობის უნარ-ჩვევები თავდაჯერებული მომხმარებლის დონეზე.ენების ფლობის დონე:
სახელმწიფო ენა (ქართული ენა) — თავისუფლად წერისა და დოკუმენტების შემუშავების უნარის დონეზე (არანაკლებ C1 დონისა);
უცხო ენა (რუსული ენა) — საშუალო დონეზე (არანაკლებ B1 დონისა);
უცხო ენა (ინგლისური ენა) — საშუალო დონეზე (არანაკლებ Intermediate დონისა).
უნდა იცოდეს:ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები;ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების საფუძვლები;საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიული სამართლებრივი აქტები ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების სფეროში.
სამსახურებრივი მოვალეობები:თანამდებობის მიზანი: ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების ფორმირება და მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების შიდა მეთოდოლოგიური მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავება.
სამსახურებრივი მოვალეობები:ფასს-ის შესაბამისად ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების, ასევე ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების ფორმირება და მომზადება;სააღრიცხვო პოლიტიკის, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და შიდა რეგლამენტების შემუშავება და აქტუალიზაცია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების საკითხებზე;ახალი და შეცვლილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ანალიზი, კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება და დანერგვის უზრუნველყოფა;ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა ფასს-ის გამოყენების საკითხებში;რთული და არასტანდარტული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი და ფასს-ის შესაბამისად ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში მათი ასახვის წესის განსაზღვრა;ტრანსფორმაციული და კონსოლიდაციური კორექტირებების მომზადება და შემოწმება, შიდაჯგუფური ოპერაციებისა და ნაშთების ელიმინაციის ჩათვლით;ფინანსური ინფორმაციის პაკეტების მომზადება მშობელი კომპანიის კონსოლიდაციისა და ანგარიშგების მიზნებისთვის;საანგარიშგებო პერიოდების დახურვის პროცესში მონაწილეობა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების დადგენილი ვადების დაცვის უზრუნველყოფა;გარე და შიდა აუდიტორებთან ურთიერთობა, საჭირო გაანგარიშებების, განმარტებებისა და აუდიტორულ მოთხოვნებზე პასუხების მომზადება;ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური მასალების, პრეზენტაციებისა და ცნობების მომზადება ფინანსური ანგარიშგებისა და ფასს-ის გამოყენების საკითხებზე;ბუღალტრულ აღრიცხვაში ცალკეული სამეურნეო ოპერაციების ასახვის კორექტულობის კონტროლი ფასს-ის მოთხოვნების თვალსაზრისით;მონაწილეობის მიღება ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესების ავტომატიზაციასა და სააღრიცხვო პროცესების სრულყოფაში;ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი, აგრეთვე კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება;კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის გაწევა ბუღალტრული აღრიცხვისა და ფასს-ის გამოყენების საკითხებზე;უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც უკავშირდება ფუნქციონალურ მოვალეობებს.
დამატებითი ინფორმაცია: საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.შრომის პირობები:შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით.სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00-დან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი და კვირა.სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. №4გ.
დასაქმებულის უფლებები:შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ დასაქმებული სარგებლობს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით.კომპანია ახორციელებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ისე დასაქმების შემდგომ პერიოდში.დოკუმენტების მიღების წესი:თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: CV@BatumiOilTerminal.com ან aroshidzet@batumioilterminal.com წერილის თემის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.რეზიუმეს (CV) ფორმა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გიხდით მადლობას ვაკანსიით დაინტერესებისთვის.