სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში
SEKKEI PARK · მედეა ჩახავას ქუჩა, თბილისი
სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტშიკომპანია SEKKEI PARK აცხადებს მიღებას შესყიდვების დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.კომპანიის შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.ვაკანსიის შესახებ:• ანაზღაურება: 700 ლარი• სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა• ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9• საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735ფუნქცია-მოვალეობები:• ადგილობრივ მომწოდებლებთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა;• კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების პროცესში მენეჯერის ასისტირება;• ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;• მომწოდებლებისგან მიღებული შეთავაზებებისა და ფასების Excel-ში შეყვანა, შედარება და პირველადი ანალიზი;• შეკვეთების განთავსება და მათი შესრულების ვადების კონტროლი;• არსებული მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება, ფაილების მოწესრიგება და განვითარება.ძირითადი მოთხოვნები:- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;- ინგლისური ენის ცოდნა.უნარები და თვისებები:- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;- დროის ეფექტურად მართვის უნარი;- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:- სამედიცინო დაზღვევა;- პროფესიული განვითარება;- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება.დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!