სამუშაოთა მწარმოებელი
პილარ ქონსთრაქშენი · Tbilisi
შპს "პილარ ქონსთრაქშენი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას."პილარ ქონსთრაქშენი" ორიენტირებულია თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომების დანერგვაზე, პროექტების ეფექტურ მართვასა და სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, ფუნქციური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.შპს "პილარ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ. თბილისისამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)ანაზღაურება: 5, 000 - 6, 000 ლარი (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისადძირითადი მოვალეობები:სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური პროცესის ორგანიზება და მართვაშრომის უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგი და აღსრულება/უზრუნველყოფაობიექტზე სამუშაოების შესრულების კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისადსამუშაო ჯგუფებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაციასამუშაოების ვადების, ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფასამშენებლო მასალებისა და ტექნიკის გამოყენების კონტროლიშესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადებატექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებაპროექტის მენეჯერთან, ტექნიკურ ზედამხედველთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კოორდინაციასამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლისაჭიროების შემთხვევაში დეფექტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის პროცესის მართვასაკვალიფიკაციო მოთხოვნები:სამშენებლო სფეროში სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებასამშენებლო პროცესებისა და ტექნოლოგიების ცოდნასამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარიMicrosoft Office-ის პროგრამების (Word, Excel) ცოდნაAutoCAD-ის საბაზისო ცოდნამრავალბინიან საცხოვრებელ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობადუნარები: ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაგუნდური მუშაობისა და მართვის უნარიეფექტური კომუნიკაციის უნარიპრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარიდროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარიშედეგზე ორიენტირებულობადეტალებზე ორიენტირებულობარეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "პილარ ქონსთრაქშენი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნულისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@pillar.ge.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმეგისურვებთ წარმატებებს!