იურისტი
პილარ ქონსთრაქშენი · Tbilisi
შპს "პილარ ქონსთრაქშენი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას."პილარ ქონსთრაქშენი" ორიენტირებულია თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომების დანერგვაზე, პროექტების ეფექტურ მართვასა და სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, ფუნქციური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.შპს "პილარ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის I ჩიხი 2ბსამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)ანაზღაურება: 3, 000 - 4, 000 ლარი (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისადძირითადი მოვალეობები:კომპანიის ყოველდღიური სამართლებრივი საქმიანობის უზრუნველყოფასამშენებლო, მომსახურების, შესყიდვის, ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, დამკვეთებთან და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და შეთანხმებახელშეკრულებების შესრულების პროცესში სამართლებრივი რისკების შეფასება და პრევენციასახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, საჯარო რეესტრთან, არქიტექტურისა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაციასამშენებლო და დეველოპერულ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მონიტორინგი და კომპანიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაკომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში, არბიტრაჟში და ადმინისტრაციულ ორგანოებშიპრეტენზიების, მოთხოვნების, სამართლებრივი დასკვნებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მომზადებაკორპორაციული დოკუმენტაციის მართვა და კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერაკომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობასხვადასხვა დეპარტამენტისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევასაკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი იურიდიული განათლებაიურისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო, დეველოპერულ ან ინფრასტრუქტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება)სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომითი და კორპორაციული სამართლის უმაღლეს დონეზე ცოდნახელშეკრულებების მომზადებისა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის გამოცდილებაMicrosoft Office-ის პროგრამების (Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნაინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)უნარები:მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებამოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარიდეტალებზე ორიენტირებულობადროის ეფექტური მართვაორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარიეთიკურობისა და კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტირეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "პილარ ქონსთრაქშენი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნულისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@pillar.ge.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე გისურვებთ წარმატებებს!