← ყველა ვაკანსია

შესყიდვების მენეჯერი

პილარ ქონსთრაქშენი · Tbilisi

შპს "პილარ ქონსთრაქშენი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას."პილარ ქონსთრაქშენი" ორიენტირებულია თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომების დანერგვაზე, პროექტების ეფექტურ მართვასა და სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, ფუნქციური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.შპს "პილარ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (Procurement Manager) პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის I ჩიხი 2ბსამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)ანაზღაურება: 4, 000 - 5, 000 ლარი (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისადძირითადი მოვალეობები:სამშენებლო პროექტისთვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და მომსახურებების შესყიდვების პროცესის მართვა;ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და შეფასება;კომერციული შეთავაზებების მიღება, შედარება და ანალიზი;მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასების, ტექნიკური პირობებისა და მიწოდების ვადების შესახებ;შესყიდვების გეგმისა და მიწოდების ვადების კონტროლი პროექტის საჭიროებების შესაბამისად;შეკვეთების დროული მიწოდებისა და მომწოდებლების ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და აღრიცხვა;ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, ფასების ანალიზი და ოპტიმალური შესყიდვების უზრუნველყოფა;სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტის საჭიროებების ეფექტურად დასაკმაყოფილებლადსაკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;სამშენებლო მასალებისა და მომწოდებლების ბაზრის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობადუნარები:ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარირეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "პილარ ქონსთრაქშენი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნულისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@pillar.geდაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმეგისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →