კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი - უფასო კურსები
საქართველოს კარიტასი
კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი - უფასო კურსები
"საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://caritas.ge/; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial
"საქართველოს კარიტასმა", განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, გახსნა კრეატიული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი ქალაქ თბილისში, სადაც 14-21 წლამდე ახალგაზრდები ეუფლებიან თანამედროვე პროფესიებს.დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.facebook.com/CCTCaritasGeorgia
კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი ანახლებს სტუდენტების მიღებას სექტემბრის თვიდან და სთავაზობს მათ შემდეგ კურსებს:
** თამაშების პროგრამირება: თამაშები და ანიმაცია. თამაშების პროგრამირების კურსზე, სტუდენტები შექმნიან მულტიმედია პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებსა და მათი პრობლემების მოგვარებაზე.კურსის შესწავლის დროს სტუდენტები იმუშავებენ Unity-ში, Visual Studio-ში დაწერენ კოდებს C# ენაზე.
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება : კურსი ფოკუსირებულია პრაქტიკულ სწავლაზე და რეალურ სამყაროში არსებულ სცენარებზე, რათა მოამზადოს სტუდენტები წარმატებული კარიერისთვის QA-ში. სტუდენტები მიიღებენ მტკიცე გაგებას პროგრამული უზრუნველყოფის ხელით ტესტირების პრინციპებისა და ტექნიკის შესახებ. კურსის მიზნები: გაიგოთ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლები და მისი მნიშვნელობა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, ისწავლოთ ხელით ტესტირების სხვადასხვა ტექნიკა დეფექტების გამოსავლენად და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
** გრაფიკული დიზაინი/UI/UX Design: სტუდენტები შეისწავლიან გრაფიკულ დიზაინს, ტიპოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით. გრაფიკული დიზაინის კურსის პირველი ეტაპი მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: Photoshop, Illustrator, მომდევნო ეტაპზე კი UI/UX Design-ს.
** ვებ - პროგრამირება: კურსის ფარგლებში, სტუდენტები ისწავლიან კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნას და მათ მართვას. კურსის სხვადასხვა დონეებზე, შესაძლებელი იქნება HTML, CSS, JavaScript-ის შესწავლა.
** 3D ანიმაციის პროექტირება: კურსზე სტუდენტები შეისწავლიან 3D ანიმაციის შექმნას Blender-ში, პერსონაჟებისა და გარემოს ანიმირებას, კამერისა და განათების გამოყენებას, ვიზუალური თხრობის პრინციპებს და კურსის ბოლოს შექმნიან საკუთარ მოკლე 3D ანიმაციურ პროექტს.
** ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები (AI): კურსი დაეხმარება სტუდენტებს AI-ის შესაძლებლობების პრაქტიკულად ათვისებაში. ისინი ისწავლიან თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებას ტექსტის, გამოსახულებებისა და იდეების შესაქმნელად, ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად და სხვადასხვა პროფესიულ სფეროში ეფექტურად გამოსაყენებლად.
თითოეული კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა, კვირაში - 2 გაკვეთილი, 2 საათი (კვირის განმავლობაში 4 საათი)
სწავლა მიმდინარეობს ქალაქ თბილისში, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ოფლაინ რეჟიმში. გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მისამართი: საბურთალო, ნუცუბიძის მე-2 პლატო, ბესარიონ ჟღენტის 45 ნომერი.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScpU4KS-0pZZP1BUdb_E_xyslgLlfHrnndU5a6rNs_tSY4y9A/viewform?usp=header
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 სექტემბერი.