← ყველა ვაკანსია

Customer Support Team Quality Control Manager

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ხარისხის კონტროლის მენეჯერს. შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ: კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი -კვირაში 5 დღე, 40 სთ;ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით; სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება: მომხმარებელთა ჩათების და ზარების მონიტორინგი განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;თითოეული თანამშრომლისთვის თვის ჭრილში 10 ჩათის/ზარის შერჩევა, შეფასებისთვის;შეფასების შედეგებზე დაკვირვებით ოპერატორების ინდივიდუალური და გუნდის საერთო მაჩვენებლის ანალიზი;შეფასებული ჩათების/ზარების შედეგების მონიტორინგი და დოკუმენტირება;ხარისხის კონტროლის პროცესის შედეგების სტატისტიკის მომზადება;ოპერატორებისთვის შეფასების შედეგების მიწოდება და გაუმჯობესებაზე რეკომენდაციის მიცემა, ინდივიდუალური განხილვების სახით;მომსახურების ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, მომხმარებელების მოლოდინის შესაბამისად;მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება;ყოველდღიური და ყოველთვიური ანალიტიკის კონტროლი: პასუხის დაბრუნების საშუალო დრო, ქოლ ბექი და ა.შ;თანამშრომლებისთვის სიახლეების გაცნობა და მათი ეფექტურად ინტეგრირება სამუშაო პროცესში. შენგან კი დაგვჭირდება: მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;ეფექტური კომუნიკაციის უნარები;შედეგებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →