← ყველა ვაკანსია

ტურ ოპერატორი

GE360

შპს "ჯი 360" აცხადებს ვაკანსიას ტურ ოპერატორის პოზიციაზე. თუ გიყვარს მოგზაურობა, ტურიზმი და ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული, გინდა მეგობრული სამუშაო გარემო, — შესაძლოა, სწორედ შენ გეძებდეთ! ძირითადი მოვალეობები: ** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; ** სასტუმროების, ავიაბილეთებისა და სხვა ტურისტული სერვისების მოძიება და დაჯავშნა; ** მომხმარებელთა კონსულტაცია და მათი მოთხოვნების შესაბამისად ტურების შერჩევა; ** პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან და სერვისის მომწოდებლებთან კომუნიკაცია; ** ჯავშნებისა და ტურისტული დოკუმენტაციის კონტროლი; ** ტურების მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი და საჭირო საკითხების ოპერატიულად მოგვარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა — B2/C1 დონე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია); ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** კარგი საკომუნიკაციო და ორგანიზაციული უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** ტურიზმის სფეროში საინტერესო და მრავალფეროვან გამოცდილებას; ** ხელფასი შეთანხმებით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: tour_operator@ge360.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტურ ოპერატორი". გისურვებთ წარმატეებებს!

განაცხადის გაგზავნა →