← ყველა ვაკანსია

ტრენინგი - AI გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისობა

საქართველოს უნივერსიტეტი

AI გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისობა (COMPLIANCE) უფასო ონლაინ ტრენინგი სტუდენტებისთვის, 4 სექტემბერი როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ AI-ის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილებები იყოს კანონიერი, გამჭვირვალე და სამართლიანი. შემოგვიერთდით სპეციალურ ონლაინ ტრენინგზე "AI Decision-Making & Compliance", რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნური ინტელექტის, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და შესაბამისობის (compliance) ურთიერთკავშირით. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან AI-ის გამოყენებით გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და რეგულაციურ გამოწვევებს, პასუხისმგებლიანი AI-ის გამოყენების პრინციპებს და იმას, თუ როგორ ცვლის ახალი ტექნოლოგიები იურიდიულ და ბიზნეს პრაქტიკას. ვის შეუძლია მონაწილეობა? მონაწილეობის პრიორიტეტი მიენიჭებათ: ** საქართველოს უნივერსიტეტის (UG) სტუდენტებს ** UG-ის პროგრამებზე აპლიკანტებს დარჩენილი ადგილები ხელმისაწვდომი იქნება სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვისაც. ტრენერი ნატა სტურუა ნატა სტურუა არის სამართლის პროფესორი, Austrian Blockchain Center-ის მკვლევარი, Interdisciplinary Transformation University Austria-ს (IT:U) ომბუსდმენი და საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი. იგი ასევე არის მოწვეული პროფესორი Central European University-ში (CEU) და University of Applied Sciences Zwickau-ში (WHZ). მისი პროფესიული და კვლევითი საქმიანობა აერთიანებს სამართალს, ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და კონფლიქტების მართვას, თარიღი: 4 სექტემბერი ფორმატი: ონლაინ ტრენინგი ხანგრძლივობა: 4 საათი ტრენინგის ენა: ინგლისური მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი ადგილები შეზღუდულია რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeu8hywj9EgYQbSx_ziZXjmfbQp63Y1A6R4Q1b53ud9zuQ4Qg/viewform?usp=publish-editor გაიგე AI. გაერკვიე შესაბამისობის მოთხოვნებში. მოემზადე გადაწყვეტილებების მიღების მომავლისთვის. მნიშვნელოვანია: ტრენინგი ინტერაქციული ფორმატით ჩატარდება. მონაწილეებს მოეთხოვებათ კამერის ჩართულ მდგომარეობაში დატოვება ტრენინგის სრული 4 საათის განმავლობაში.

განაცხადის გაგზავნა →