← ყველა ვაკანსია

დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერი

საქართველოს ბანკი · თბილისი

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტია აცხადებს ვაკანსიას დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები: სერვის ცენტრში გამოყოფილ სპეციალიზებულ სივრცეში მოსული მომხმარებლებისთვის პარტნიორი დეველოპერების პროექტების დეტალური გაცნობა,ბინების შერჩევა და ეფექტური ვიზუალური თუ შინაარსობრივი პრეზენტაციის ჩატარება;პოტენციურ კლიენტთა ბაზებთან აქტიური მუშაობა, გამავალი სატელეფონო ზარების (Outbound Calls) განხორციელება, მომხმარებელთა დაინტერესება და შეხვედრების დაგეგმვა;მომხმარებლის საჭიროებების, ბიუჯეტისა და ფინანსური შესაძლებლობების პირველადი შეფასება მხოლოდ რეალური ინტერესისა და მსყიდველობითი უნარის მქონე (ხარისხიანი და ვალიდური) ლიდების ფილტრაციისა და ჩამოყალიბების მიზნით;იპოთეკური სესხის პირობების პირველადი გაცნობა და დაინტერესებული კლიენტების გადამისამართება პასუხისმგებელ ბანკირთან;კვალიფიცირებული ლიდების შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით ოპერატიულად გადაგზავნა შესაბამის ბანკირთან (იპოთეკური სესხის დასამუშავებლად) და დეველოპერულ კომპანიასთან (ბინის დაჯავშნისა და ხელშეკრულების გაფორმებისთვის);განხორციელებული ზარების, შეხვედრებისა და გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული აღრიცხვა და რეპორტინგი;პარტნიორი დეველოპერების პროექტების, ფასების, მიმდინარე აქციებისა და თავისუფალი ბინების კატალოგის დეტალური და აქტუალური ფლობა;ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან,კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად; სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი -ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება;სამუშაო გამოცდილება: საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება; აუცილებელი ცოდნა და უნარები: საქართველოს ბანკის პროდუქტები;მომსახურების სტანდარტები;ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;გამართული, დამაჯერებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;გაყიდვების,დარწმუნებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/developeruli-proektebis-klientta-mozidvis-menejeri-tbilisi-tbilisi-RxYJht?source=Hr.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11 დეკემბერი, 2026.

განაცხადის გაგზავნა →

საქართველოს ბანკი — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →