Corporate Sales Manager
Dressup Group
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში:
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;ბიზნეს მომხმარებელთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება (მაგ.სასტუმროები, ბანკები, კორპორაციები);მომხმარებელთა მოთხოვნების მიხედვით სავარაუდო შეკვეთების დაინიცირება, არსებული ასორტიმენტიდან ალტერნატივების შეთავაზება;პოტენციური პარტნიორების მოძიება და ურთიერთობების განვითარება;საბაზრო ტენდენციების და კონკურენტული გარემოს ანალიზი;გაყიდვების პროგნოზის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;შეკვეთების კოორდინაცია შიდა გუნდებთან-ბრენდ თიმი, ლოჯისტიკა და სხვა;მარკეტინგის გუნდთან კოლაბორაცია, საპრეზენტაციო თუ სხვა მარკეტინგული მასალების მოთხოვნა;CRM სისტემის გამოყენება მომხმარებელთა მართვისთვის.
შენგან კი დაგვჭირდება:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგში ან შესაბამის სფეროში;მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით;მოდის ინდუსტრიის ან პროდუქციის (ტანსაცმელი, ქსოვილები, აქსესუარები) ცოდნა;უპირატესობა მიენიჭება მოდის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;ძლიერი მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;სტრატეგიული ხედვა და გაყიდვებზე ორიენტირებულობა;ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა;Excel-ის, PowerPoint-ისა და CRM პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!