← ყველა ვაკანსია

ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორი

საქართველოს საპენსიო ფონდი

"სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს, შიდა აუდიტის სამსახურში, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტორის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, საინჟინრო მიმართულებით; ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის, კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოების ან ტექნოლოგიური რისკების სფეროში; ** ინგლისური ენის ცოდნა მაღალი დონეზე; ** ISACA სტანდარტების ცოდნა; ** COBIT-ის, ISO/IEC 27001/27002-ის, NIST-ის ან მსგავს ჩარჩოებთან მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია CISA, CISM, CISSP ან CIA სერტიფიკატი ან სერტიფიცირების პროცესში ყოფნა. ** კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ლოგირების სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიან გამოცდილებას (პრიორიტეტულად Arcsight); ** კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კორპორაციული "enterprise" ქსელებთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიან გამოცდილებას; ** კონტროლების დიზაინისა და ოპერაციული ეფექტიანობის ტესტირების გამოცდილება; ** კანდიდატის სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში / საჯარო სექტორში ჩაითვლება უპირატესად; სხვა მოთხოვნები: ** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას; ** საუკეთესო ანალიტიკური უნარები; ** მოტივირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ფუნქცია-მოვალეობები: ** ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული აქტივების იდენტიფიკაციისა და კლასიფიკაციის პროცესების აუდიტი; ** ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების რისკების შეფასების მეთოდოლოგიების აუდიტი (risk assessment, risk appetite, risk register); ** მესამე მხარეებისა და ვენდორების კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის კონტროლების აუდიტი; ** წვდომის მართვისა და იდენტობის კონტროლების აუდიტი (IAM, PAM, MFA, SoD); ** მონაცემთა დაცვის კონტროლების აუდიტი (Data Classification, DLP, Encryption); ** კონფიგურაციის და "hardening" სტანდარტების აუდიტი (GPO, baseline configurations); ** Security Awareness და ტრენინგების ეფექტიანობის შეფასება; ** ცვლილებების მართვის და SDLC პროცესებში უსაფრთხოების კონტროლების აუდიტი; ** ქსელური და პერიმეტრის დაცვის კონტროლების შეფასება (WAF, NGFW, segmentation); ** უსაფრთხოების მონიტორინგის არქიტექტურის აუდიტი (SIEM, log management, XDR/EDR); ** ლოგების სისრულის, ხარისხისა და შენახვის კონტროლების შეფასება; ** საყურადღებო ინციდენტების (Detection use cases)-ის დაფარვის, გაფრთხილების სისტემის რეგულირების და დახვეწის აუდიტი; ** უსაფრთხოების ინციდენტების დროულად აღმოჩენის ეფექტიანობის შეფასება; ** SOC პროცესების შესაბამისობის და KPI/KRI-ების შეფასება; ** ბიზნესის უწყვეტობის (BCP) და კატასტროფის აღდგენის (DR) გეგმების აუდიტი; ** აღდგენის დროისა (RTO/RPO) და ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისობის აუდიტი; ** ინფორმაციული უსაფრთხოების მმართველობის (პოლიტიკები, პროცედურები, როლები, პასუხისმგებლობები) შესაბამისობის შეფასება; ** მკაფიო, რისკზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება. დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 12 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →